Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა კონკურსი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად

გამოცხადდა კონკურსი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.(ბრძანება)

 

შეიცვალა სტიპენდიების მინიჭების კრიტერიუმები, წესი და სტიპენდიის ოდენობა.

 

ყურადღებით გაეცანით კონკურსში მონაწილეობის ახალ წესს (დანართი1)!

 

სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია წარმოადგინეთ ფაკულტეტის დეკანატში,  ოთახი 324.

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:

2023 წლის 05 დეკემბერი 14:00 საათიდან 7 დეკემბრის 13:00 საათამდე.

დოკუმენტები მიიღება 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 11 დეკემბერი 12:00 საათამდე.

აპელაცია 11 დეკემბერს 17:00 საათამდე.

 

კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს

განცხადება(განცხადება)

პირადობის მოწმობის ასლი 

საბანკო რეკვიზიტები (საქართველოს ბანკიდან)                                                                           

ამასთანავე სავალდებულოა, გამოაგზავნოთ პირადობის მოწმობის ასლი და

საბანკო რეკვიზიტები (საქართველოს ბანკიდან) ელ.ფოსტაზე -   tsiala.giorgadze@tsu.ge                                                                     

სტუდენტს ასევე შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია: 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (2023 წლის 06 თებერვლიდან 2023 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით):

სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში

სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში

სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში

 

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!

გისურვებთ წარმატებებს!